საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალურ ვიზიტად ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია […]