2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,637.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიურმა ზრდამ კი 5.1% შეადგინა
2025 წლის III კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3,637.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5.1%). საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა […]