ბათუმში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი ადამიანი. რაც შეეხება ნანგრევებიდან ამოყვანილ დაშავებულ ორ მოქალაქეს, ერთი მათგანი, კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე რჩება. ვახტანგ გომელაურმა სამაშველო-საძიებო ღონისძიების, ასევე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. […]