ლიბერთის ახალმა გუნდმა ახალი ბარათი წარადგინა
ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. ,,ახალი” ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს. ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, […]