საქართველოში 2021 წელს ხორბლის წარმოება 32.9%-ით, ქერის 28.4%-ით, კარტოფილის 12.7%-ით გაიზარდა, სიმინდის წარმოება კი 8.6%-ით შემცირდა, ბოსტნეულის 15.4%-ით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. […]