მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 13.3% შეადგინა
2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის […]