კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს. ამის შესახებ კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. როგორც იცით, 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. […]