Thursday, 30 July 2026
$ 2.63
2.99
£ 3.49
0.03
0.06

ირაკლი ღარიბაშვილი: ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% […]

admin05.10.2022

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე. ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას […]

admin01.10.2022

ლიბერთი სოციალური საწარმო „ჩუ“-ს მხარდამჭერია

რედისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და გაიხსნა. 47-მა სოციალურმა საწარმომ, საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია წარუდგინა. ლიბერთი განაგრძობს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიების და ინიციატივების მხარდაჭერას. ბანკი, B2B გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც სოციალური საწარმოს – “ჩუს“ მხარდამჭერი. „ლიბერთი მხარს უჭერს კომპანია „ჩუს“, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. მივესალმებით იდეას, რომელიც ხელს უწყობს […]

admin01.10.2022

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. “მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის სესხზე ხელმისაწვდომობას. […]

admin30.09.2022

2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.5% შეადგინა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა […]

admin30.09.2022

საქართველოს ეროვნული ბანკი: 2022 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

„ბიზნესკონტინენტის“ ფოტო: თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. „უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების […]

admin28.09.2022

ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. […]

admin27.09.2022

ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას

საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. “1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ […]

admin27.09.2022

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე

დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით – ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით. ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და […]

admin27.09.2022

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა […]

admin26.09.2022