2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
სტატისტიკის ეროვბული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება. ამასთან, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 66% შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნებს, უმსხვილესი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნიდერლანდები, […]