Sunday, 17 May 2026
$ 2.68
3.12
£ 3.58
0.04
0.06

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა, […]

admin30.06.2023

ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing-მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა

ლიბერთის მხარდაჭერით, ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. ახლახან, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. აღნიშნული პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა ინგლისური და უკრაინული ენებიდანაა შესაძლებელი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს […]

admin28.06.2023

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას […]

admin23.06.2023

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალიხან სმაილოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ყაზახელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს […]

admin23.06.2023

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული […]

admin22.06.2023

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია. საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია განისაზღვრა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ქალი შეასრულებს. “დიდი პასუხისმგებლობაა, დაიკავო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, […]

admin22.06.2023

პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი – 2023“ გახსნა

მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი – 2023“-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და […]

admin21.06.2023

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 […]

admin20.06.2023

2023 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია – ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. ლიბერთი, მეშვიდე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო […]

admin20.06.2023

ჯანდაცვის მინისტრი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, 120 ათას ლარს, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება. „ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული […]

admin19.06.2023