ალექსანდრე ხაზარაძე: საქართველოს სავალუტო რეზერვებში დაახლოებით 100 მილიონ დოლარის მოცულობის რეზერვები 2021 წლიდან ჩინურ იუანში გვქონდა განთავსებული
საქართველოს ძირითადი ვალდებულებები დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში, შესაბამისად, ქვეყნის სავალუტო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განთავსების კუთხით ყოველთვის სარგებლობს საერთაშორისოდ აღიარებული რეზერვების მართვის პრინციპებით, – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯირების მიზნით, ვალდებულებებისა და რეზერვების სავალუტო კომპოზიცია მსგავსი უნდა იყოს. ამასთან […]