შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, აღნიშნული სანქციები ყინავს ზარიფის ყველა აქტივს ამერიკასა თუ აშშ-ის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციებში. „ჯავად ზარიფი ახორციელებს ირანის უზენაესი ლიდერის (აიათოლა ალი ხამენეის) უგუნურ დღის წესრიგს“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. ზარიფმა კი „ თვითერზე“ დაწერა, რომ […]