Tuesday, 25 August 2026
$ 2.61
3.05
£ 3.56
0.03
0.05

ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ მიიჩნევს. გეგმა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე. ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით მდგომმა ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ წინადადებები პალესტინელებისთვის „შესაძლოა ბოლო შანსი“ იყოს. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა […]

admin29.01.2020

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 80-ამდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 80-ამდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი თითქმის 3 000-ს აღწევს. ქვეყანაში ეროვნული ახალი წლის არდადეგები სამი დღით, კვირამდე გახანგრძლივდა იმის მცდელობით, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერონ. ორშაბათს ჩინეთს პრემიერი ლი კეციანი ვუჰანს ეწვია, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქს, სადაც დაავადებამ იფეთქა. ვუჰანი დაკეტილია და რამდენიმე სხვა ქალაქმა სამგზავრო აკრძალვები დააწესა. კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 2 […]

admin27.01.2020

ჩინეთის ლიდერი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს. ეს განცხადება სი ძინპინმა პოლიტბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომები განიხილეს. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ინფიცირებულია ორი ათასამდე ადამიანი. ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცლების ეპიცენტრია, ხელისუფლებამ სამხედროები და მედიკოსები გაგზავნა. ქალაქში შეწყვეტილია ტრანსპორტის მუშაობა.

admin26.01.2020

ირანმა დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა

ირანელმა პოლიტიკოსმა აჰმად ჰამზემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის 3 მილიონ-დოლარიანი ჯილდო დააწესა. „კერმანის პროვინციის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც დონალდ ტრამპს მოკლავს“ , – განაცხადა აჰმად ჰამზემ. კერმანი ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მშობლიური პროვინციაა. ამასთან, ირანელმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ სოლეიმანი თავისი სიკვდილით იმაზე მეტ საფრთხეს […]

admin21.01.2020

ბორის ჯონსონი დაბალი კვალიფიკაციის მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

დიდი  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, “ბრექსიტის” გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს, იტყობინება გამოცემა „ტელეგრაფი“. ბრიტანული გაზეთის ცნობით, ჯონსონის გეგმის თანახმად, დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლასა და ცხოვრებაზე გარკვეული შეზღუდვები ექნებათ. გაზეთი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე პრემიერ მინისტრის თანაშემწეები მუშაობენ, დაიწყება საიმიგრაციო სისტემის ფორმირება და ჩანაცვლდება დროებითი ზომები. შინაგან […]

admin19.01.2020

ოკეანეები თბება მაჩვენებლით, რაც წამში ხუთი ატომური ბომბის აფეთქებას უდრის — ახალი კვლევა

1950-იანი წლებიდან 2019 წლამდე დაგროვებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ მსოფლიო ოკეანეების საშუალო ტემპერატურა 2019 წელს 0,075 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო 1981–2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე. მსგავსი: გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიოს… რიცხვი შეიძლება არც ისე დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ოკეანეთა მასიური მოცულობის დონეს, ასეთი მცირე ზრდისთვისაც კი საჭიროა საოცრად დიდი ოდენობის სითბო — […]

admin16.01.2020

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა. პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. როგორც მედვედევმა განაცხადა, შეთავაზებული ცვლილებები აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსს შეცვლის.

admin15.01.2020

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა და განაცხადა, რომ ეს „ადამიანური შეცდომა“ იყო. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. „შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, რაკეტის გაშვებამ, ადამიანური შეცდომის გამო, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ეს დიდი ტრაგედია და უპატიებელი შეცდომაა“ – აცხადებს ირანის […]

admin11.01.2020

ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გაწევრიანების ინიციატივით გამოდის. „ამას შეიძლება, ვუწოდოთ ნატო პლუს ახლო აღმოსავლეთი (NATO+ME). ძალიან ლამაზი სახელია. სახელების შერჩევა კარგად გამომდის“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, NATO უნდა გაფართოვდეს და იქ აღმოსავლეთი უნდა მიიღონ. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის ინიციატივით თეთრ სახლში 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. ამავე თემაზე […]

admin10.01.2020

ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. „უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. ლაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ავიალაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა.

admin08.01.2020