დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა დაანონსა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში. აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და-ნანგში […]