Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი მოსკოვთან განსხვავებული იქნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი რუსეთთან განსხვავებული იქნება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს „არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“. სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ „აქ, სტალინგრადის მიწაზე, დიადი რუსული მდინარის, ვოლგის ნაპირებზე, შეჩერდა […]

admin03.02.2023

ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ გადააქციოს და მდგომარეობა „სააკაშვილის აგრესიულ დროში“ დააბრუნოს. „ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად… არის მთავრობა, რომელიც სანქციების მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის – იქ ახლა ასეთი ტერმინოლოგიაც […]

admin02.02.2023

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირების მხრიდან საჰაერო მხარდაჭერის განახლების მოწოდებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აშშ ხომ არ უზრუნველყოფს უკრაინას თვითმფრინავებით, ბაიდენმა მარტივად უპასუხა – „არა“. მისი კომენტარი ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის ლიდერმა ასევე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის მიწოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა […]

admin31.01.2023

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული. „ის ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება [ტანკების გაგზავნის შესახებ] და მორიგი დებატები იწყება გერმანიაში, ეს უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება“, – თქვა მან. ოთხშაბათს გერმანიამ, მოკავშირეების ერთკვირიანი ზეწოლის შემდეგ, უკრაინისთვის მის მიერ წარმოებული […]

admin30.01.2023

ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2030 წლისთვის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება

საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე. მაკრონის თქმით, ამ გეგმის მიხედვით, 2017 წელს მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე – 2030 წლისთვის, საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი გაორმაგდება. საფრანგეთის ლიდერმა აღიარა „მშვიდობის […]

admin23.01.2023

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი გეგმის ფარგლებში ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ – განაცხადა. „ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მებრძოლები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ საბრძოლო საქმის შედეგებით“, – თქვა […]

admin17.01.2023

რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთმა განაცხადა, რომ ახალი წლის სარაკეტო თავდასხმა, რომელმაც სულ მცირე 89 რუსი ჯარისკაცი იმსხვერპლა, ჯარისკაცების მიერ თავიანთი მობილური ტელეფონების გამოყენების გამო მოხდა. უკრაინამ 1-ელი იანვრის შუაღამის შემდეგ დაარტყა სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ კოლეჯს მაკიევკაში, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე. რუსი სამხედროების განცხადებით, ჯარისკაცების მიერ აკრძალული ტელეფონების გამოყენებამ მტერს საშუალება მისცა დაედგინა თავისი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა […]

admin04.01.2023

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული

უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. – „მდგომარეობა უძრავია“. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა ნოემბერში სამხრეთ ქალაქ ხერსონი დაიბრუნეს, ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის გარშემო, აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში მიმდინარეობდა. სხვაგან, რუსული […]

admin30.12.2022

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13,3 მილიარდი ევროს შეჩერების რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს დაფინანსების შეჩერებას, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობა წარუმატებელი აღმოჩნდა ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში. მთლიანობაში, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ ბუდაპეშტს 13,3 მილიარდი ევრო (37,45 მილიარდი ლარი) ევროკავშირის ფული უნდა გაეყინოს ბიუჯეტისა და „კოვიდის“ შემდგომი პერიოდის აღდგენის დაფინანსების მიმართულებით, არადა, როგორც BBC იუწყება, უნგრეთს სასიცოცხლოდ სჭირდება ეს ფული, რადგან ქვეყნის ეკონომიკა […]

admin01.12.2022

გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას“

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასი რიში სუნაკმა შეცვალა მას შემდეგ, რაც იგი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა. დაუნინგ სთრითის 10 ნომრის ეზოში თავის პირველ სიტყვაში სუნაკმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო „ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას“ და იგი „ტორების“ ლიდერად და ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმის გამო, რომ გამოასწოროს ლიზ ტრასის […]

admin25.10.2022