Tuesday, 14 July 2026
$ 2.64
3.01
£ 3.53
0.03
0.06

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. იგი თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ორ მილიონზე მეტი ხმით (2 292 180) უსწრებს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ერდოღანს ხმების 52.16% (27 725 131 ხმა) აქვს მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 47.84% (25 432 951 ხმა). არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა […]

admin29.05.2023

დიმიტრი მედვედევი: უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა, დიდხანს, ათწლეულებიც კი გაგრძელდეს

უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, შესაძლებელია, რომ ათწლეულებითაც, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ვიეტნამში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას. „ეს ახალი რეალობაა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე იქ ამგვარი ხელისუფლებაა, მოდი ვთქვათ, რომ იქნება სამი წელი ზავი, ორი წელი კონფლიქტი, და თავიდან განმეორდება ყველაფერი. საჭიროა თავად კიევის ნაცისტური ხელისუფლების ბუნების განადგურება“, – […]

admin26.05.2023

ვლადიმერ პუტინი: ჩინეთის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა ომის დასრულების საფუძველი გახდეს

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი ომის დასასრულებლად, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმა შეიძლება განხორციელდეს „როცა ისინი მზად იქნებიან ამისათვის დასავლეთში და კიევში“. მაგრამ ჩინეთის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისაკენ. 12-პუნქტიანი გეგმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და […]

admin22.03.2023

თურქეთში სამი წუთის ინტერვალით ორი მძლავრი, 6.4 და 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

GUARDIAN.GE – მაშველები ისევ ეძებენ თურქეთში ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ორი ახალი მიწისძვრა მოხდა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. 6.4 და 5.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, სადაც 6 თებერვალს, რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარმა ორმა მძლავრმა მიწისძვრამ თურქეთის და სირიის ნაწილი გაანადგურა. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს ორივე ქვეყანაში 44 […]

admin21.02.2023

ჯოზეფ ბაიდენი: პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს, რა არის სიმამაცე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ აცხადებს, რომ „თავისუფლება ფასდაუდებელია და ღირს ბრძოლა“. „პრეზიდენტი ზელენსკი და ყველა უკრაინელი მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს, რა არის სიმამაცე. ისინი გვახსენებენ, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია. და ღირს ბრძოლა. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს“, – წერ ბაიდენი Facebook-ზე. ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ასე გამოეხმაურა. […]

admin20.02.2023

კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი პატიმრობაში დატოვეს

GUARDIAN.GE – ევა კაილი, 44 წლის ბერძენი ევროპარლამენტარი, 2022 წლის იანვრიდან დაკავებამდე ევროპარლამენტის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ცენტრში მოექცა, მინიმუმ ორი თვით დატოვეს პატიმრობაში, მიუხედავად მისი ადვოკატის მძაფრი თხოვნისა, ელექტრონული მეთვალყურეობის პირობით გაეთავისუფლებინათ იგი. კაილი ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას პარლამენტის იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოუხსნეს, მოგვიანებით კი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, კორუფციისა […]

admin17.02.2023

თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს მოხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ზე მეტი შეადგინა

GUARDIAN.GE – ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანში, ისრაელსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს. თურქეთში ოფიციალურმა პირებმა 280-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს, […]

admin06.02.2023

თურქეთში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

GUARDIAN.GE – ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს. თურქეთში ოფიციალურმა პირებმა ჯერჯერობით 76-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს, დაზარლდა […]

admin06.02.2023

ევროკავშირი, კიევში გამართულ სამიტზე, უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა

ევროკავშირი, კიევში გამართულ ისტორიულ სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ატარებს სამიტს ომში მყოფ ქვეყანაში. და ის ფაქტი, რომ კომისიის უმეტესობა ჩავიდა კიევში ამ ღონისძიებისთვის, თავისთავად ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მიმართ“, – განუცხდა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ახლა […]

admin05.02.2023

თურქეთის შს მინისტრი აშშ-ის ელჩს მიმართავს, რომ „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისაგან“

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯეფრი ფლეიკს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისგან“. მანამდე დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა და თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ“. „მივმართავ ამერიკის […]

admin05.02.2023