Wednesday, 24 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.04
0.06

ფხენიანის განცხადებით, აშშ-სამხრეთ კორეის მასშტაბური საჰაერო წვრთნები „შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ეიჩ არ მაკმასტერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა „ყველაზე დიდი, სასწრაფო საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის“ და ომის ალბათობა ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური ფხენიანი კი მიიჩნევს, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირის, სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი ერთობლივი საჰაერო წვრთნები, რომელიც ორშაბათს იწყება, „შესაძლოა ნებისმიერ მომენტში ბირთვული ომის მიზეზი გახდეს“. მაკმასტერმა შაბათს თავდაცვის ფორუმს უთხრა, რომ ომის […]

admin03.12.2017

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო, რაც ლიბანის კრიზისს უკავშირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი შაბათს თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა. BBC-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ […]

admin10.11.2017

დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ იმ მიმართულებით, რომ დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე. მან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტზე საუბრისას ასევე თქვა, რომ „არ ადანაშაულებს ჩინეთს“ შეერთებული შტატების „გამოყენებით“. იგი ჩინეთში აზიის ტურნეს ფარგლებში იმყოფება და აღნიშნულის შესახებ პეკინში ბიზნეს ლიდერების […]

admin09.11.2017

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა სალმანმა ირანს „პირდაპირ სამხედრო აგრესიასა“ და „საომარი ქმედების“ განხორციელებაში დასდო ბრალი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანს იემენისთვის რაკეტების მიწოდებასა და „პირდაპირი სამხედრო აგრესიის“ განხორციელებაში დასდო ბრალი. „ეს შესაძლოა, მიჩნეული იყოს ომის აქტად“, განაცხადა პრინცმა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანთან, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას, როგორც ამას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ირანმა უარყო, რომ იარაღს აწვდის „ჰუტების“ მოძრაობას, რომელიც იემენის მთავრობის მხარდაჭერით […]

admin07.11.2017

სამხრეთ კორეაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება „ღმერთის წყალობით“ არ დასჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას „მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას“ იმის განსახილველად, რომ უარი თქვას მის ბირთვულ პროგრამაზე. როგორც BBC წერს, წინანდელი ცეცხლოვანი რიტორიკისაგან განსხვავებით, ტრამპმა თქვა, რომ მას „ღმერთის იმედი აქვს“, რომ არ დასჭირდება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ფხენიანის წინააღმდეგ გამოყენება. ტრამპმა განცხადებები სეულში, მის კოლეგასთან, მუნ ძე ინთან გამართულ ერთობლივ […]

admin07.11.2017

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები იმ სამხედრო მოწყობილობებით, რასაც ის აშშ-ისაგან ყიდულობს. ამასობაში იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა გზა გადაუჭრას რაკეტებს „თუ საჭიროება“ იქნება. BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადებები ლიდერებმა იაპონიაში ტრამპის პირველი სახელმწიფო ვიზიტისას, რეპორტიორებთან გააკეთეს. ორშაბათს, პრესკონფერენციაზე […]

admin06.11.2017

მასობრივი ანტი-კორუფციული წმენდის შედეგად საუდის არაბეთში 11 პრინცი, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს

საუდის არაბეთის ახალმა ანტი-კორუფციულმა ორგანომ 11 პრინცი დააპატიმრა, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ყოფილი მინისტრი, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC). დაპატიმრებები რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამეფო დეკრეტის მიერ ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მეთაურობით ახალი კომიტეტი ჩამოყალიბდა. დაპატიმრებულთა დიდი ნაწილის ვინაობა არ გამჟღავნებულა და არც ისაა ნათელი თუ რაში ედებათ […]

admin05.11.2017

სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი მთავარი ციხე-სიმაგრე, დეირ ალ-ზური აიღო

სირიის არმიამ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს უკანასკნელი მთავარი ციხე-სიმაგრე დეირ ალ-ზური აიღო, რომლის უდიდესი ნაწილი ისლამისტ მებრძოლებს 2014 წლის შემდეგ ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. როგორც BBC იუწყება, სხვა ცნობების თანახმად, სირიის არმია მოკავშირეებთან ერთად ჯიჰადისტი მებრძოლებისაგან ქალაქის ბოლო წერტილებს ათავისუფლებს. ამასობაში, საზღვრის მეორეს მხარეს ერაყის ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბასტიონში შევიდნენ. ალ-ყაიმის და მიმდებარე ტერიტორიების […]

admin03.11.2017

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თავის ცოლთან და დასთან ერთად ფხენიანში კოსმეტიკური საშუალებების ქარხანას სტუმრობდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის ცოლთან, რი სოლ-ჯუსთან და დასთან, კიმ იო ჩენთან ერთად კვირას ფხენიანში კოსმეტიკურ ქარხანას სტუმრობდა. ორივე ქალი – ცოლი და და – იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. ცოტა ხნის წინათ ქალბატონი კიმი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთავრობაში მნიშვნელოვან და გავლენიან თანამდებობაზე დაინიშნა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და მისი თანმხლები პირების ქარხანაში […]

admin30.10.2017

პეკინში „კომუნისტური პარტიის“ ყრილობა დაიწყო – ქსი ძინპინგმა განაცხადა, რომ „სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით ამ ახალ ეპოქაში“ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი „მსოფლიო სახელმწიფო გახდა“

ჩინეთის უდიდესი ღონისძიება, კომუნისტური პარტიის ყრილობა, პეკინში განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობს. ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი 2000-ზე მეტ დელეგატს სიტყვით სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმართავდა. დახურული სამიტი, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში იმართება, განსაზღვრავს, თუ ვინ მართავს ჩინეთს და ამავე დროს ქვეყნის მიმართულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში. როგორც BBC იუწყება, ძინპინგი, რომელიც 2012 წელს გახდა ლიდერი, […]

admin18.10.2017