აზია

29 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეის სპორტდარბაზში და საუნაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

admin 21.12.2017

29 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა სხვამ დაზიანებები მიიღო სამხრეთ კორეაში სპორტულ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის 8-სართულიანი შენობის სარდაფში გაჩნდა.

ცეცხლმა მთელი შენობა მოიცვა და ამ დროისთვის მისი კერების დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია.

როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილთა უმეტესობა მეორე სართულზე მდებარე საუნაში იპოვეს. ოფიციოზის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ განაგრძობენ ადამიანების ძებნას, რასაც მძიმე დაკვამლიანება ართულებს.

შემთხვევის ადგილას, სეულიდან 168 კილომეტრში მდებარე ქალაქში, 60 მეხანნძრეა მობილიზებული.

8-სართულიან შენობაში სპორტდარბაზი, საზოგადოებრივი საუნა და რესტორნებია განლაგებული.

GUARDIAN.GE