მსოფლიოს ახალი ამბები

ბარაკ ობამა: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კიდევ ორი ​​წელი აქვს დარჩენილი, ახლა ჩვენი საქმეა, დავიკაპიწოთ ხელები, ცვლილებები შევიტანოთ ყველგან, სადაც ამის ძალა გვაქვს

admin 3 წუთის წინ

ამაღამ, ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გამოხატა – მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს ხალხს და არა ყოფს, და ლიდერები, რომლებიც გვთავაზობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში წერს.

იგი აშშ-ის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ მიერ მოპოვებულ გამარჯვებას კანდიდატების საერთო ღირებულებებისადმი ერთიანობას, საჯარო სამსახურისადმი რწმენას და თავიანთი ოლქების და შტატების მცხოვრებთა პირველ ადგილზე დაყენების ვალდებულებას მიაწერს.

„ჩვენ ასევე გვმართებს მადლიერება ათასობით საარჩევნო ჩინოვნიკისა და მოხალისის მიმართ ორივე მხრიდან, რომლებმაც ხელი შეუწყეს მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფას და შეასრულეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას კიდევ ორი ​​წელი აქვს დარჩენილი ხალხის მსახურებისთვის, ახლა ჩვენი საქმეა, დავიკაპიწოთ ხელები, ცვლილებები შევიტანოთ ყველგან, სადაც ამის ძალა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და საფუძველი ჩავუყაროთ მომავალს“, – წერს ობამა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატებს“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, მაგრამ აღნიშნა, რომ ის არჩევნების შედეგებს მისი ლიდერობის უარყოფად არ განიხილავს.

„ვულოცავ დემოკრატებს. მათ კარგად შეასრულეს სამუშაო. ისინი ცდილობდნენ ამას 11 წლის განმავლობაში და საბოლოოდ მიიღეს ეს შედეგი. მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემზე დარტყმა იყო. ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ… ჩვენ საუკეთესო ორი წელი გვქონდა პრეზიდენტობის ისტორიაში”.

guardiange