საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5-დან 7.2 პროცენტამდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.2 პროცენტამდე გააუმჯობესა.
ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 6.5 პროცენტი იყო.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში ეკონომიკური ზრდის კუთხით ასე გამოიყურება: სომხეთი – 5.5%; აზერბაიჯანი – 1.7%; ყაზახეთი – 4.4%; თურქეთი – 2.7%; უკრაინა – 1.0%; რუსეთი – 0.9%.
ბოლო ერთ თვეში ოთხმა უმსხვილესმა საერთაშორისო და რეგიონულმა საფინანსო ინსტიტუტმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.