რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81%-ით ლიდერობს
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ბიულეტენების 94.21 პროცენტის დამუშავების შემდეგ, პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 57.81 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე „კომუნისტური პარტია“ გავიდა, ხმების 13.81 პროცენტით. „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 8.96 პროცენტი მიიღო, ხოლო „ახალმა ხალხმა“ – 7.97 პროცენტი. მეხუთე ადგილზეა „სამართლიანი რუსეთი“, 4.96 პროცენტით, და ხმების მცირე რაოდენობა აკლდება 5%-იანი ბარიერის გადასალახად და შესაბამისად, პარლამენტში მოსახვედრად.
როგორც „რია ნოვისტი“ იტყობინება, თავდასხმების, მუქარისა და ერთიანი არჩევნების დღის ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, აქტივობამ რეკორდულ 56.66 პროცენტს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა საარჩევნო უბანზე მისვლისაგან თავი შეიკავეს და დისტანციურად მისცეს ხმა.
როგორც რუსული მედია იუწყება, ხმის მიცემა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების, მათ შორის საარჩევნო უბნის თანამშრომლების დაშავების ფონზე მიმდინარეობდა. მოსკოვში დრონის ნამსხვრევებმა სერიოზულად დააზიანა №1283 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნატალია სანაიკინას სახლი, თავად მას კი ნამსხვრევებმა ფეხის არეში დაზიანება მიაყენა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში დრონმა იმსხვერპლა №394 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელენა ასტანინა. ვლადიმერ პუტინმა დაგმო დანაშაული და სიკვდილის შემდეგ იგი „სიმამაცის ორდენით“ დააჯილდოვა.
ერთიანი ხმის მიცემის დღე მოიცავდა 2200-ზე მეტ საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა დონეზე, სადაც აირჩიეს 20 700 დეპუტატი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ხმის მიცემა რუსეთში 111 მილიონზე მეტ და საზღვარგარეთ 1,8 მილიონზე მეტ ამომრჩეველს შეეძლო. მოსკოვში კვირა შუადღისთვის ელექტრონული ბიულეტენით 3,15 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დისტანციურად მისცეს ხმა. „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ და „ახალი ხალხის“ თავმჯდომარემ ალექსეი ნეჩაევმა პირადად ხმის მიცემა ამჯობინეს. „კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა გენადი ზიუგანოვმაც საარჩევნო უბანზე მისვლა დაგეგმა, ხოლო „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა დისტანციურად მისცახმა.
რუსებმა საზღვარგარეთაც მისცეს ხმა
ასევე 152 ქვეყანაში 333 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ, საზღვარგარეთ ერთიანი კენჭისყრის დღის პირობები „ძალიან რთულად“ შეაფასა.
დნესტრისპირეთში 31 000-ზე მეტმა რუსმა მისცა ხმა. ერევანში საარჩევნო უბანთან რიგი საელჩოს შენობიდან მერიამდე იყო გადაჭიმული; მინსკში ასობით ამომრჩეველი შეიკრიბა, ყირგიზეთში კი ხალხი შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად მივიდა. შვეიცარიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, იტალიასა და გერმანიაში დიპლომატიურმა მისიებმა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა აღნიშნეს.
ასევე ათი სასაზღვრო პუნქტი იყო ლენინგრადის, კალინინგრადისა და ფსკოვის ოლქებში. კალინინგრადის რეგიონში ორი დღის განმავლობაში 625 ადამიანმა მისცა ხმა, მათ შორის გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან. ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულმა ერთმა ოჯახმა ორი დღე გაატარა რუსეთში მოგზაურობაში და დამატებით ექვსი საათი საზღვარზე.
სიდნეიში, გენერალურ საკონსულოში კენჭისყრის ჩაშლის მცდელობა რუსმა კაზაკმა მოხალისეებმა ჩაშალეს. პოლიციამ, რომელმაც ისინი მთავრობის საწინააღმდეგო მომიტინგეებისგან გააცალკევა, მოგვიანებით პროტესტის შეწყვეტა მოითხოვა.
„როგორც კოსმოსურ ხომალდზე“: არჩევნები დამკვირვებლების თვალით
არჩევნებს დაახლოებით 380 000 დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის ათასზე მეტი უცხოელი, რომლებიც 133 ქვეყანასა და 13 საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.
„თითქოს კოსმოსურ ხომალდში ვიყავი“, – თქვა სერბეთიდან დამკვირვებელმა ბოიან ვულინმა თავისი შთაბეჭდილებების აღწერისას. მან და მისმა კოლეგებმა მოსკოვში საარჩევნო უბნები მოინახულეს და ტექნოლოგიურ მიღწევებს გაუსვეს ხაზი. მისი თქმით, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდა და ყველა ტექნოლოგია რუსული წარმოების იყო.
პოლიტიკური და საარჩევნო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის მისიის ხელმძღვანელმა, ვიტო გრიტანიმ, განაცხადა, რომ დამკვირვებლებს არანაირი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ და მათ მიუთითეს ორგანიზებისა და უსაფრთხოების მაღალ დონეზე, ასევე ელექტრონული და დისტანციური ხმის მიცემის შესაძლებლობაზე.
პორტუგალიელმა ანალიტიკოსმა და იურისტმა ალექსანდრ გერეირომ ყურადღება ელექტრონულ კენჭისყრაზე გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობისთვის ეს „ერთგვარ მირაჟად“ რჩება. მან განმარტა, რომ დისტანციური ანუ ელექტრონული კენჭისყრა მხოლოდ ესტონეთში, საფრანგეთში, ბულგარეთსა და ბელგიაშია ხელმისაწვდომი და ამ ქვეყნებში ისინი უცხოური კომპანიების მონაწილეობით მოქმედებდნენ.
ტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის
ეს არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სერიოზული გამოწვევააღმოჩნდა. საარჩევნო კომისიების წევრებმა, მათმა ოჯახებმა და ბავშვებმა მუქარა მიიღეს. მხოლოდ 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულმა სამსახურებმა არჩევნებთან დაკავშირებული 367 ინციდენტი დააფიქსირეს, მათ შორის 24 ცრუ შეტყობინება15 რეგიონში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ.
მოსკოვის DEG სისტემაზეც განხორციელდა თავდასხმა. პამფილოვას თქმით, ეს საზღვარგარეთიდან მოხდა. სულ 100 მილიონზე მეტი პოტენციურად საშიში რესურსების შეტევა დაიბლოკა. „ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – თქვამან.
კონფლიქტები უჩვეულო არ ყოფილა. სახალინში, საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა თმებში ჩაავლო ხელი ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მოადგილეს და კენჭისყრის ადგილიდან ძალით გაიყვანა. სასამართლომ დააკმაყოფილა კომისიის სარჩელი და დამნაშავე შენობიდან გააძევა. მოსკოვში ორმაგი ხმის მიცემის მცდელობები იყო: ამომრჩევლებმა გახსნეს ელექტრონული ბიულეტენი და შემდეგ მოითხოვეს ქაღალდის ბიულეტენი. პოლიცია ამ ინციდენტებს იძიებს.
ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემა დაუყოვნებლივ იქნა მოგვარებული. ომბუდსმენმა იანა ლანტრატოვამ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, დარღვევები სწრაფად გამოსწორდა. კერძოდ, 59 საარჩევნო უბანზე კამერები არ ფარავდა საარჩევნო ყუთებს, ზოგიერთ უბანზე კი ვიდეოჩანაწერებით გახდა შესაძლებელი ბიულეტენის შევსების პროცესის დაფიქსირება.
იაკუტსკში, სეიფის გახსნის ინციდენტის შემდეგ, საუბნო კომისიამ 409 ბიულეტენი ბათილად ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ბიულეტენებით სავსე სეიფების პაკეტები ხელუხლებელი იყო.
რუსეთის ომბუდსმენის ოფისმა ასევე შეაგროვა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შესახებ და აპირებდა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებას.
პამფილოვამ განაცხადა, რომ 91 000 საარჩევნო კომისიის მიერ დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობა მეასედ პროცენტზე ნაკლებია. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია 2021 წლის არჩევნებთან შედარებით.
პირველი რუსული არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის მიწაზე
არჩევნები ჩატარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული „დონეცკის დემოკრატიული რესპუბლიკის“, „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები პირველად აირჩიეს. იქ კენჭისყრა უკრაინის ზეწოლისა და თავდასხმების ფონზე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, როგორც რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ამ რეგიონებიდან თითოეულში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა: შესაბამისად, 81 პროცენტზე მეტი, 79,33 პროცენტი, 79,39 პროცენტი და 74,61 პროცენტი.
ხერსონის რეგიონში საარჩევნო კომისიის წევრებმა და მედიის თანამშრომლებმა მიიღეს მუქარა, მათ შორის ტელეფონით. სამოქალაქო ავტობუსზე დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ოლჰა დემიანენკო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო, „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში“, 14 საარჩევნო უბანი სარეზერვო ელექტრომომარაგებაზე გადაერთო.
„როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩევმა განაცხადა, რომ „ენერგოდარში“ დრონები და ჭურვები ხალხის დაშინებასა და ხმის მიცემაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად, თუმცა, მუქარის, თავდასხმებისა და ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, საპირისპირო მოხდა, ხერსონის რეგიონში საარჩევნო კომისიის წევრებმაც გაუძლეს ზეწოლას და განაგრძეს მუშაობა.
პამფილოვამ აღნიშნა რუსებს შორის ერთიანობის უპრეცედენტო დონე.
„ასეთია რუსეთი. კარგია, რომ ჩვენი მტრები ამას ვერ ხვდებიან. რაც უფრო მეტ ზეწოლას ახდენენ ჩვენზე, მით უფრო ძლიერები და კონსოლიდირებულები ვხდებით“, – თქვა მან.
„ზეწოლისა და პროვოკაციების მიუხედავად, არჩევნებზე კონტროლის უმაღლესი დონე იყო უზრუნველყოფილი“.
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები სამი დღის განმავლობაში – 18-20 სექტემბერს მიმდინარეობდა. არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა.
რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია, ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი, ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ.