2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, აგვისტოში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 555.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს და დასძენს, რომ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.