საქართველო სერბეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აფორმებს
სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას. „შეხვედრაზე […]