Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს. ღუთას ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მსოფლიო ლიდერების შეშფოთების საგანია. იქ შექმნილი […]

admin26.02.2018

„500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 121 ბავშვია მოკლული“ ღუთაში სირიული ძალების საჰაერო დარტყმების შედეგად

კვირის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისას სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე მეამბოხეთა ანკლავში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, აცხადებენ აქტივისტები. აღმოსავლეთ ღუთაში დაღუპულთა შორის 121 ბავშვია, განაცხადა დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მონიტორინგის ჯგუფმა, როგორც ამას BBC იუწყება. სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს რუსები უჭერენ, ღუთას ტერიტორიაზე იერიშები ერთი კვირის წინ დაიწყეს. შაბათს, სირიულმა […]

admin25.02.2018

სირიული პრო-სამთავრობო ძალები ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ

სირიული პრო-სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ, რაც თურქეთთან შეტაკებების რისკს ზრდის, რადგანაც  ოფიციალურმა ანკარამ დამასკო კატეგორიულად გააფრთხილა, რომ სირიული არმიის აღნიშნულ ანკლავში შესვლა „კატასტროფის“ გამომწვევი იქნებოდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ პრო-სამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების ფოტოები აჩვენა, სადაც ისინი აფრინში შესასვლელად ემზადებიან. სირიული მთავრობის მხარდამჭერი ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ და […]

admin21.02.2018

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე – ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა. […]

admin16.02.2018

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ირანი, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში

მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს. „ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში […]

admin11.02.2018

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რაც ანკარას კამპანიის ნაწილია, გაათავისუფლოს საზღვრის ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა. თურქული მედიის ცნობით, ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი სირიის სიღრმეში 30-კმ-იანი „უსაფრთხო ზონის“ ჩამოყალიბებაა. თურქეთმა ქურთული მილიციის, „სახალხო დაცვის ქვედანაყოფის“ წინააღმდეგ სირიის აფრინის რეგიონში საჰაერო დარტყმები შაბათს წამოიწყო, რითაც, როგორც BBC წერს, შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის […]

admin22.01.2018

პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დილით სირიის ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, ბრძანება გასცა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, იტყობინება რუსული მედია. „ვბრძანებ, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა დაიწყონ რუსული სამხედრო შენაერთების მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გაყვანა“, განაცხადა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლატაკიას სიახლოვეს განლაგებულ საჰაერო ბაზაზე. მისი სიტყვებით, რუსი სამხედროები თავიანთ ახლობლებს გამარჯვებულები უბრუნდებიან. „სამშობლო […]

admin11.12.2017