Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

მოსკოვის სიახლოვეს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსი გამომძიებლები მოსკოვის სიახლოვეს, თოვლით დაფარულ მინდვრებში სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. „სარატოვის ავიახაზების“ ავიალაინერმა, რომლის ბორტზეც 71 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი ყველა პირი, მათ შორის ბავშვი და ორი მოზარდი, დაღუპულია. როგორც BBC იუწყება, ოფიციოზის […]

admin12.02.2018

ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა ვაშინგტონს ხელი აიღოს „ცივი ომის მენტალობაზე“

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ის მისი ბირთვული არსენალის უფრო მცირე ბომბებით გამრავალფეროვნებას გეგმავს, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს ხელი აიღოს მისი „ცივი ომის მენტალიტეტზე“. „ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალის მფლობელია, უნდა აიღოს ინიციატივა მისდიოს საერთო მიმართულებას, ვიდრე წავიდეს მის წინააღმდეგ“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას. შეერთებული შტატების სამხედრო უწყება მიიჩნევს, რომ მისი […]

admin04.02.2018

ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ „ჩინეთის და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ფოკუსირების საგანი ახლა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობაა და არა ტერორიზმი. შეერთებული შტატები „რევიზიონისტი სახელმწიფოების მხრიდან, ისეთი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქვეყნებისაგან, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, მზარდი საფრთხეების“ წინაშე დგას, თქვა მატისმა, რითაც მან, როგორც BBC წერს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გაამჟღავნა. რუსეთისადმი აშკარა მინიშნებისას მან გამაფრთხილებელი […]

admin20.01.2018

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა. BBC-ის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები სრული ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასია. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის შეკავების გაძლიერება არის ერთადერთი გზა გაწბილებული იყოს შეერთებული შტატები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი ძლიერი […]

admin24.12.2017

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის „დანაშაულის“ და რუსეთის ამერიკის არჩევნებზე ჩარევის შესახებ მძაფრი განცხადებები გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის და „დემოკრატიული პარტიის“ „ბრალეულობის“ შესახებ „თვითერზე“ ტირადა წამოიწყო და მისი მგზნებარე განცხადებების გაკეთება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი დაპატიმრება მიმდინარე კვირას, შესაძლოა, ორშაბათსაც კი მოხდეს. ტრამპი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის საარჩევნო კამპანიასა […]

admin30.10.2017

აშშ-ს მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია განუდგნენ და ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან

მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ტრამპის მიერ დაწუნებული და კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეული ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან. როგორც BBC იუწყება, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ხელშეკრულება „ჩვენი საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების“ მიხედვით არის დადებული. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ „არც ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოს“ არ აქვს […]

admin14.10.2017

ჩრდილოეთ კორეა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს

ფხენიანში მსოფლიო ატლასი გამოსცეს, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ) რუსეთის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ  გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.   „გამომცემლობა „სამეცნიერო ენციკლოპედიამ“ (კსდრ) მსოფლიოს ახალი პოლიტიკური ატლასი გამოსცა, სადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფერებშია მოქცეული (გვ. 240-242). როგორც ჩვენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განგვიმარტა, რესპუბლიკა პატივს სცემს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს, […]

admin12.10.2017