Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკანონმდებლო ორგანომ 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.

admin21.02.2018