ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი უკვე გარდაცვლილი იყო
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ცხინვალიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ დროს როცა ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს იგი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. „ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო პერსონალის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ისეთი ფიზიკური დაზიანებები, რაც ქმნიდა ეჭვს […]