Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. უფრო ადრე, პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. ესპანეთის მთავრობა მომავალ ნაბიჯებს განიხილავს. […]

admin22.12.2017

კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში საუბრისას პუჩდემონი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ის „კატალონიის რესპუბლიკის“ გამარჯვებად გამოაცხადა. სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ამდენად, უცნობია, […]

admin22.12.2017

ბელგიელმა მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის 4 ყოფილი მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ბელგიელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი, რომლებიც ბელგიის პოლიციას კვირას ნებაყოფილობით ჩაბარდნენ, დაკითხვის პროცედურების შემდეგ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოზე 15 დღის განმავლობაში გამოცხადდებიან, იტყობინება „როიტერსი“. მათ მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე ბელგიის დატოვების უფლება ჩამოერთვათ. ესპანელმა მოსამართლემ ევროკავშირის მასშტაბით პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი პარასკევს გასცა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ […]

admin06.11.2017

ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილი 8 მინისტრის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული 8 მინისტრის პატიმრობაში აყვანის გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო ბრალმდებლებმა ასევე ბელგიაში მყოფი კატალონიის დათხოვნილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის და ოთხი სხვა იმ მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც სასამართლოზე არ გამოცხადდა, დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვეს. BBC-ის ცნობით, პროკურორებმა მოსამართლეს რეგიონის 9 ყოფილი მინისტრიდან 8-ის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართეს. კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ხუთშაბათს მადრიდში […]

admin02.11.2017

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა – კარლეს პუჩდემონმა კი კატალონია დატოვა და შესაძლოა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი კი ბელგიაში იმყოფება, როგორც ეს მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა, პოლ ბაკერტმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იგი მიმალვას არ აპირებს, თუმცა ადვოკატი არ უარყოფს, რომ პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფრის მიღება მოითხოვოს. როგორც BBC იუწყება, […]

admin31.10.2017

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა მადრიდის გადაწყვეტილება

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა ეს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნების გამართვამდე მუშაობას წყვეტს, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში. სამშაბათს დაგეგმილი პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია. „პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია, რადგანაც პარლამენტი დათხოვნილია“, განაცხადეს კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში. ორშაბათ დილას, პარლამენტის სპიკერი კარმე ფორკადელი – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი დამოუკიდებლობის […]

admin30.10.2017

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მადრიდის გადაწყვეტილებით დეკემბერში გაიმართება. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა და რეგიონის დროებით მმართველად ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დანიშნა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა პარასკევს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა. კარლეს პუჩდემონი მადრიდისგან პირდაპირი მმართველობისთვის „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაწევას გეგმავს. მან […]

admin30.10.2017

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესება არ გამორიცხა

  ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რაჰოიმ კატალონია გააფრთხილა, რომ მან შესაძლოა პირდაპირი მმართველობა დააწესოს რეგიონზე.   რაჰოიმ განაცხადა, რომ მან სთხოვა კატალონიის ლიდერს, კარლეს პუჩდემონს დაედასტურებინა, გამოაცხადა თუ არა დამოუკიდებლობა.   როგორც BBC იუწყება, ეს არის პირველი ნაბიჯი 155-ე მუხლის ამოქმედებისკენ, შეჩერებულ იქნეს კატალონიის ავტონომიის სტატუსი.     პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი სამშაბათ საღამოს მოაწერა, მაგრამ […]

admin11.10.2017