საქართველოს პრეზიდენტმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგო პატივი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო, იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. „ყოველ წელს ჩვენ აქ მოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანებისათვის თავისუფლებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. პაპაჩემიც, დათიკო ტატიშვილიც […]