Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ისრაელ-პოლონეთის უთანხმოება – ნაცისტური გერმანიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე

გერმანიის ნაცისტური პარტიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე ერთი დღის შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დამნაშავეთა შორის ებრაელებიც იყვნენ. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც ჭიშკარზე დახატული ნაცისტური სვასტიკის გარდა, სალანძღავი ლექსიკის შემცველი სიტყვები და სიტყვა „მკვლელიც“ იქნა აღმოჩენილი საელჩოს ოფიციალური შეტყობინებების დაფაზე, პოლიციამ თელ-ავივში გამოძიება დაიწყო. პოლონეთის პრემიერ […]

admin19.02.2018

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ირანი, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში

მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს. „ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში […]

admin11.02.2018

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს. რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი […]

admin21.12.2017

ნეთანიაჰუს განცხადებით ის, რომ იერუსალიმი 3 000 წლის განმავლობაში ისრაელის დედაქალაქია, შეუძლიათ წაიკითხონ იმ „მშვენიერ წიგნში“, რომელსაც „ბიბლია ჰქვია“

ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა, იმისათვის, რომ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადაიდგას, თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია 3 000 წლის განმავლობაში და ის „არასოდეს ყოფილა ნებისმიერი სხვა ხალხის დედაქალაქი“. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა არაბული და მუსულმანური სამყაროს პროტესტი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის […]

admin10.12.2017

22 არაბული სახელმწიფო, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეები, ტრამპს ბრალს სდებს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ის ახლო აღმოსავლეთს „ძალადობასა და ქაოსში“ სძირავს

არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ახლო აღმოსავლეთის „ძალადობასა და ქაოსში“ ჩაძირვის რისკებს შეიცავს. BBC-ის ცნობით, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება დასაყრდნობი შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. 22 ქვეყნის, […]

admin10.12.2017

შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის ჯარებს შორის – ისრაელის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ლიდერმა ახალი ინტიფადას დაწყების მოწოდება გააკეთა

დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ასეულობით პალესტინელ პროტესტანტსა და ისრაელის ჯარებს შორის შეხლა-შემოხლამ იფეთქა, მაშინ როცა დემონსტრანტებმა ღაზაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტერები და აშშ-ის და ისრაელის დროშები დაწვეს. Associated Press-ის თანახმად, სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო ახალი შეიარაღებული ამბოხების მოწოდება გააკეთა. დასავლეთ სანაპიროზე პროტესტანტებმა საბურავებს […]

admin07.12.2017