Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ნეთანიაჰუმ ირანს მსოფლიოსთვის „ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასტიკი თავდასხმა წამოიწყო ირანზე, უთხრა რა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომ ირანი „ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი მსოფლიოსთვის“. როგორც BBC იუწყება, მან თქვა, რომ ისრაელი „ნებას არ დართავს ირანის რეჟიმს ჩვენ კისერზე ტერორიზმის ყულფი ჩამოგვაცვას“. ნეთანიაჰუმ პარალელი გაავლო 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასა, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოფერების წარუმატებელ მცდელობად არის შეფასებული, და 2015 […]

admin18.02.2018

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ირანი, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში

მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს. „ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში […]

admin11.02.2018

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში ანტი-სამთავრობო პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებისას

9 ადამიანი დაიღუპა ღამის განმავლობაში ირანში პროტესტანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლისას, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. ისპაჰანის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მსხვერპლის რიცხვმა სულ მცირე 22 შეადგინა. BBC-ის ცნობით, 6 პროტესტანტი პოლიციის განყოფილებიდან იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობსას იქნა მოკლული, სხვაგან კი 11 წლის ბიჭი და მამაკაცი რევოლუციურ მცველებთან ერთად შეხლა-შემოხლისას დაიღუპნენ. 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო […]

admin02.01.2018

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო, რაც ლიბანის კრიზისს უკავშირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი შაბათს თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა. BBC-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ […]

admin10.11.2017

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა სალმანმა ირანს „პირდაპირ სამხედრო აგრესიასა“ და „საომარი ქმედების“ განხორციელებაში დასდო ბრალი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანს იემენისთვის რაკეტების მიწოდებასა და „პირდაპირი სამხედრო აგრესიის“ განხორციელებაში დასდო ბრალი. „ეს შესაძლოა, მიჩნეული იყოს ომის აქტად“, განაცხადა პრინცმა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანთან, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას, როგორც ამას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ირანმა უარყო, რომ იარაღს აწვდის „ჰუტების“ მოძრაობას, რომელიც იემენის მთავრობის მხარდაჭერით […]

admin07.11.2017

აშშ-ს მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია განუდგნენ და ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან

მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ტრამპის მიერ დაწუნებული და კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეული ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან. როგორც BBC იუწყება, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ტრამპის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ხელშეკრულება „ჩვენი საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების“ მიხედვით არის დადებული. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ „არც ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოს“ არ აქვს […]

admin14.10.2017