ირაკლი კობახიძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“
„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა – ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იწყება. მისი თქმით, მმართველობის სისტემის ბოლომდე გამართვას რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება სჭირდება და მათ შორის, ერთ-ერთი პირობა უკვე […]