ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს
სასამართლოს ოფიციალური პირის განცხადებით, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს და იგი მისვლას აპირებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ყოფილი პრეზიდენტი ქუქის ოლქში მომავალ თვეში ჩავა. BBC-ს ცნობით, 56 წლის ბარაქ ობამა ვაშინგტონსა და ჩიკაგოში ფლობს საცხოვრებელ სახლებს, და შესაძლოა ნაფიც მსაჯულად გამოძახების მიზეზი კრიმინალური ან სამოქალაქო დანაშაული იყოს. […]