Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ უთხრა უარი ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს. რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორ გადანაწილდა გაერო-ს წევრი […]

admin21.12.2017

22 არაბული სახელმწიფო, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეები, ტრამპს ბრალს სდებს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ის ახლო აღმოსავლეთს „ძალადობასა და ქაოსში“ სძირავს

არაბული სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ახლო აღმოსავლეთის „ძალადობასა და ქაოსში“ ჩაძირვის რისკებს შეიცავს. BBC-ის ცნობით, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე ნეიტრალიტეტის დასრულება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება დასაყრდნობი შუამავალი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. 22 ქვეყნის, […]

admin10.12.2017

შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის ჯარებს შორის – ისრაელის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ლიდერმა ახალი ინტიფადას დაწყების მოწოდება გააკეთა

დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ ასეულობით პალესტინელ პროტესტანტსა და ისრაელის ჯარებს შორის შეხლა-შემოხლამ იფეთქა, მაშინ როცა დემონსტრანტებმა ღაზაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტერები და აშშ-ის და ისრაელის დროშები დაწვეს. Associated Press-ის თანახმად, სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო ახალი შეიარაღებული ამბოხების მოწოდება გააკეთა. დასავლეთ სანაპიროზე პროტესტანტებმა საბურავებს […]

admin07.12.2017

პრეზიდენტმა ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. „გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ. გადაწყვეტილების […]

admin06.12.2017

მაკრონმა ტრამპს უთხრა, რომ „შეშფოთებულია“ იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი, როგორც ისრაელის დედაქალაქი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ იგი „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსზე უნდა იქნას მიღებული „ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების ჩარჩოებში“, განაცხადა მაკრონმა, როგორც ამას BBC იუწყება. უფრო ადრე მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა რამდენიმე არაბულმა და მუსულმანურმა სახელმწიფომ. გავრცელებული ცნობით, […]

admin05.12.2017