Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე – ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა. […]

admin16.02.2018

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ

თურქეთის სახმელეთო ჯარები ჩრდილოეთ სირიაში შევიდნენ, რაც ანკარას კამპანიის ნაწილია, გაათავისუფლოს საზღვრის ტერიტორია ქურთი მებრძოლებისაგან, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა. თურქული მედიის ცნობით, ბინალი ილდირიმმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი სირიის სიღრმეში 30-კმ-იანი „უსაფრთხო ზონის“ ჩამოყალიბებაა. თურქეთმა ქურთული მილიციის, „სახალხო დაცვის ქვედანაყოფის“ წინააღმდეგ სირიის აფრინის რეგიონში საჰაერო დარტყმები შაბათს წამოიწყო, რითაც, როგორც BBC წერს, შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის […]

admin22.01.2018

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ

უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ, სულ მცირე ახლო მომავალში, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა მედიაჯგუფ „ფუნკე“-სთან ინტერვიუში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება. „არ შემიძლია წარმოვიდგინო ახლო წლებში არც თურქეთი, არც უკრაინა ევროკავშირის წევრებად“, განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. ამავე დროს მან გამოხატა მოსაზრება, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს განსაზღვრული მოდელი კიევთან და ანკარასთან […]

admin26.12.2017