Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ნეთანიაჰუმ გააფრთხილა ირანი, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგობას გაუწევს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, სამხედრო ძალებით დაფუძნდეს სირიაში

მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს. „ეს ჩვენი უფლება და მოვალეობაა და განვაგრძობთ ამას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც იქნება საჭირო“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. შაბათს, ირანული დრონის ხელში ჩაგდებისა და სირიული ძალების მიერ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ისრაელმა სირიაში […]

admin11.02.2018

პუტინმა რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გასავლელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა, რათა რუსეთის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს, იტყობინება რუსული მედია. „რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინი არჩევნებზე მიდის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. წინადღით, 26 დეკემბერს, მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას ხმა მისცა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 600-ზე მეტი ადამიანია შესული, მათ შორის მოქმედი რუსი პოლიტიკოსები […]

admin27.12.2017

პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას „ჩრდილოეთ კორეის ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის საკითხები განიხილეს“

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა. ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს „რამდენიმე კრიზისული ზონის მდგომარეობა და ფოკუსირება გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული […]

admin15.12.2017

პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანის ბრძანება გასცა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დილით სირიის ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, ბრძანება გასცა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, იტყობინება რუსული მედია. „ვბრძანებ, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის ხელმძღვანელმა დაიწყონ რუსული სამხედრო შენაერთების მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში გაყვანა“, განაცხადა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლატაკიას სიახლოვეს განლაგებულ საჰაერო ბაზაზე. მისი სიტყვებით, რუსი სამხედროები თავიანთ ახლობლებს გამარჯვებულები უბრუნდებიან. „სამშობლო […]

admin11.12.2017

ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს

ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა. „მე წამოვაყენებ ჩემ კანდიდატურას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე“, განაცხადა პუტინმა ქარხანა „გაზ“-ში თანამშრომლებთან შეხვედრის დროს. არჩევის შემთხვევაში, რაც პუტინის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე სრულიად მოსალოდნელია, იგი პოსტზე 2024 წლამდე დარჩება, რადგან რუსეთში პრეზიდენტის თანამდებობაზე პირს 6 წლის ვადით ირჩევენ. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ოთხშაბათს, უფრო ადრე, […]

admin06.12.2017

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა დაანონსა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში. აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და-ნანგში […]

admin03.11.2017

75 მილიონი აშშ დოლარის ოფშორულ ანგარიშებზე გადატანას ედავებიან ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარეს და მის ბიზნეს-პარტნიორს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი. The Associated Press -ის ინფორმაციით, მანაფორტი და გეიტსი ფედერალურ საგამოძიებო ორგანოებს […]

admin30.10.2017