Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი. BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. უფრო ადრე, პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. ესპანეთის მთავრობა მომავალ ნაბიჯებს განიხილავს. […]

admin22.12.2017

კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა. როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში საუბრისას პუჩდემონი არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ის „კატალონიის რესპუბლიკის“ გამარჯვებად გამოაცხადა. სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ამდენად, უცნობია, […]

admin22.12.2017

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს

კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს. მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მისცა ხმა, პუჩდემონი ბრიუსელში, რამდენიმე კოლეგასთან ერთად საჯაროდ სამშაბათს გამოჩნდა და განაცხადა, რომ იგი არ ცდილობს გაექცეს სამართალს, მაგრამ სურს შეძლოს თავისუფლად ისაუბროს. მან პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ […]

admin31.10.2017

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა – კარლეს პუჩდემონმა კი კატალონია დატოვა და შესაძლოა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. კატალონიის თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი კი ბელგიაში იმყოფება, როგორც ეს მისმა დაქირავებულმა ადვოკატმა, პოლ ბაკერტმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იგი მიმალვას არ აპირებს, თუმცა ადვოკატი არ უარყოფს, რომ პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფრის მიღება მოითხოვოს. როგორც BBC იუწყება, […]

admin31.10.2017

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიესალმება

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი მიესალმება თანამდებობიდან გადაყენებული კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მადრიდის გადაწყვეტილებით დეკემბერში გაიმართება. ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომია შეუჩერა და რეგიონის დროებით მმართველად ესპანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე დანიშნა მას შემდეგ, რაც კატალონიის პარლამენტმა პარასკევს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა. კარლეს პუჩდემონი მადრიდისგან პირდაპირი მმართველობისთვის „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაწევას გეგმავს. მან […]

admin30.10.2017

ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი პორტუგალიასა და ესპანეთში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად

ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ. როგორც BBC იუწყება, ჩრდილოეთით, ესპანეთის საზღვრის გასწვრივ, გალიციის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა კი სულ მცირე სამი ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლის უამრავ კერას ათასობით მეხანძრე ებრძვის. მდგომარეობას ქარიშხალი „ოფელია“ ართულებს, რომელიც ატლანტის ოკეანიდან მოემართება და ევროპის დასავლეთ სანაპიროს […]

admin16.10.2017

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესება არ გამორიცხა

  ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რაჰოიმ კატალონია გააფრთხილა, რომ მან შესაძლოა პირდაპირი მმართველობა დააწესოს რეგიონზე.   რაჰოიმ განაცხადა, რომ მან სთხოვა კატალონიის ლიდერს, კარლეს პუჩდემონს დაედასტურებინა, გამოაცხადა თუ არა დამოუკიდებლობა.   როგორც BBC იუწყება, ეს არის პირველი ნაბიჯი 155-ე მუხლის ამოქმედებისკენ, შეჩერებულ იქნეს კატალონიის ავტონომიის სტატუსი.     პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი სამშაბათ საღამოს მოაწერა, მაგრამ […]

admin11.10.2017