ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, რომელიც მის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანამდებობიდან დაითხოვა
ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ BBC ქვეყნის ინფორმაციის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება. ინფორმაციის მინისტრმა, საიმონ კაია მოიომ განაცხადა, რომ მნანგაგვამ „ღალატის ნიშნები“ აჩვენა. როგორც BBC იუწყება, მისი თანამდებობიდან გადაყენება უფრო მოსალოდნელს ხდის, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ცოლი გრეის მუგაბე მისი მეუღლის კვალს გაჰყვეს და ზიმბაბვეს ლიდერი გახდეს. უფრო ადრე, გრეის მუგაბემ მოუწოდა მის […]