„ოსკარის“ მთავარი პრიზი გილმერო დელ ტოროს ფილმმა მოიპოვა
მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარი პრიზი მოიპოვა. „წყლის ფორმა“ – ეს არის ისტორია სიყვარულზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალსა და ამფიბია მონსტრს შორის, რომელიც საიდუმლო ამერიკულ ლაბორატორიაში არის გამოზრდილი. მოქმედება 1960-იან წლებში ხდება. ნომინაციების რაოდენობით კინოსურათი ლიდერი გახდა. მას 13 კატეგორიაში მიენიჭა პრიზები. […]