ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორთან მიხაილ მოლერთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა გაერო-ს ჟენევის ოფისთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. „შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მინისტრმა გაერო-ს ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე, ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო […]