სირიული პრო-სამთავრობო ძალები ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ
სირიული პრო-სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ, რაც თურქეთთან შეტაკებების რისკს ზრდის, რადგანაც ოფიციალურმა ანკარამ დამასკო კატეგორიულად გააფრთხილა, რომ სირიული არმიის აღნიშნულ ანკლავში შესვლა „კატასტროფის“ გამომწვევი იქნებოდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ პრო-სამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების ფოტოები აჩვენა, სადაც ისინი აფრინში შესასვლელად ემზადებიან. სირიული მთავრობის მხარდამჭერი ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ და […]