Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ─

გერმანელი ულტრა-მემარჯვენეები ქვეყნის აღმოსავლეთში გამართულ არჩევნებში „ისტორიულ“ გამარჯვებას ზეიმობენ

GUARDIANGE – გერმანიის ანტიიმიგრაციული ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში, თიურინგიაში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში „ისტორიულ წარმატებას“ ზეიმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის პროგნოზის თანახმად, „ალერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების თითქმის მესამედი აქვს მოპოვებული – 32.8%, 9%-ით უსწრებს კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU)-ს, რომელსაც 23.8% აქვს მიღებული და ბევრად უსწრებს გერმანიის სამ მმართველ პარტიას. მესამე ადგილზე ახლად დაფუძნებული მემარცხენე […]

admin02.09.2024

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და […]

admin30.08.2024

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა კურსკში კიდევ ერთი ნიშანია, რომ მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. „შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. ისინი შეიჭრნენ რუსეთში. […]

admin27.08.2024

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბერს გამართვის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულებები: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

admin27.08.2024

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, […]

admin27.08.2024

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე

მოგესალმებით, მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო, მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს – მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ. სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში: მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო; მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი […]

admin22.08.2024

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო […]

admin21.08.2024

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან საფრთხის მიმართ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გადახედა ბირთვული შეკავების სტრატეგიას და ის პირველადაა ორიენტირებული ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოებაზე. „ამ ადმინისტრაციამ, […]

admin21.08.2024

იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა. უარყოფითმა […]

admin13.08.2024

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ, ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. „დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას ახვევს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის […]

admin08.08.2024