Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი 25 შტატში იგებს, ჰარისი კი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში იმარჯვებს

„რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 შტატში იმარჯვებს, ხოლო „დემოკრატი“ კამალა ჰარისი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში, – იტყობინება BBC. მაგრამ არჩევნების ბედი გაურკვეველია, რადგან კრიტიკულ საბრძოლო შტატებში  შედეგები სავარაუდოდ, საათების ან თუნდაც დღეების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ამ დროისთვის (თბილისის დროით, 09:39 სთ), 12 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი, რაც გარდამტეხ როლს ითამაშებს […]

admin06.11.2024

კახა კალაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო. „მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა – არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში […]

admin05.11.2024

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს  გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი. საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო […]

admin05.11.2024

შალვა პაპუაშვილი: თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს

თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც სხვანაირად ხედავენ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საია-ს საჩივარი 23-მა მოსამართლემ განიხილა და მხოლოდ ერთმა ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. „იცით, რომ საია იყო ფარულობის დარღვევაზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, […]

admin05.11.2024

თამთა სოფრომაძე: საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება

როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით და ვავსებდით სავალუტო რეზერვებს, 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები გავაკეთეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ ჩვენი რეზერვები, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში. იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული ახლა მოგვცა შესაძლებლობა, რომ საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი”, – განაცხადა ეროვნული […]

admin04.11.2024

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს – ხმათა 54.47 პროცენტით, მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი, ხმათა 45.53 პროცენტი აქვს მიღებული. ბიულეტენები სრულადაა დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი ალექსანდრე სტოიანოგლოს დაუჭირა. მან ხმების 51,19 პროცენტი მიიღო, […]

admin04.11.2024

ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ხელმძღვანელობას ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენისთვის – უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას

ევროკომისიამ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2025 წელს, „რაც შეიძლება მალე“, შემდეგ ეტაპზე გადავა. ევროკავშირის გაფართოების პროცესის შესახებ ყოველწლიურ განახლებულ ანგარიშში კომისიამ ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება „დე ფაქტო“ შეჩერებულია, მმართველი პარტიის მხრიდან კურსის შეცვლის გამო. ბრიუსელი თბილისს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებს. ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი საქართველოს გასული წლის დეკემბერში  მიანიჭა, […]

admin01.11.2024

ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. ცესკო-ს ცნობით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა […]

admin31.10.2024

პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, […]

admin31.10.2024

ევროკომისიამ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულება. 1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა. 2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და 2024 წლის მაისში მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მედიაწიგნიერების […]

admin31.10.2024