Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ისრაელ-პოლონეთის უთანხმოება – ნაცისტური გერმანიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე

გერმანიის ნაცისტური პარტიის ოფიციალური ემბლემა იქნა დახატული ისრაელში პოლონეთის საელჩოს ჭიშკარზე ერთი დღის შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დამნაშავეთა შორის ებრაელებიც იყვნენ. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც ჭიშკარზე დახატული ნაცისტური სვასტიკის გარდა, სალანძღავი ლექსიკის შემცველი სიტყვები და სიტყვა „მკვლელიც“ იქნა აღმოჩენილი საელჩოს ოფიციალური შეტყობინებების დაფაზე, პოლიციამ თელ-ავივში გამოძიება დაიწყო. პოლონეთის პრემიერ […]

admin19.02.2018

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარით განსაზღვრა. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურებოდა. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.

admin19.02.2018

მატისი ქართველ ლიდერებს მიუნხენში შეხვდა – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს

აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა – ნათქვამია პენტაგონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, უდიდესი წვლილი აშშ-სა და ნატოს მხარდამხარ ავღანეთში, ამავე დროს […]

admin19.02.2018

ნეთანიაჰუმ ირანს მსოფლიოსთვის „ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასტიკი თავდასხმა წამოიწყო ირანზე, უთხრა რა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომ ირანი „ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი მსოფლიოსთვის“. როგორც BBC იუწყება, მან თქვა, რომ ისრაელი „ნებას არ დართავს ირანის რეჟიმს ჩვენ კისერზე ტერორიზმის ყულფი ჩამოგვაცვას“. ნეთანიაჰუმ პარალელი გაავლო 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასა, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოფერების წარუმატებელ მცდელობად არის შეფასებული, და 2015 […]

admin18.02.2018

საქართველო ამაყობს კანონის უზენაესობით, მედიის თავისუფლებით – გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში სიტყვით გამოვიდა

საქართველო ამაყობს თავისი ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობით, კანონის უზენაესობით, რომელიც დღითიდღე მტკიცდება, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით, მედიის თავისუფლებით, ეკონომიკური დინამიზმით, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოთი და კორუფციის დაბალი დონით, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერმა ისაუბრა არა მხოლოდ საქართველოს მიღწევებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, არამედ ქვეყნის ბუნებრივ […]

admin18.02.2018

სერგეი ლავროვმა „ყბედობა“ უწოდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში FBI-ის სპეციალური პროკურორის მიერ რუსების ჩარევის ბრალდებას

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ 13 რუსისთვის ბრალის დადებას, რომ ისინი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყბედობა“ უწოდა. BBC-ის ცნობით, ლავროვმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ იგი უფრო მეტ კომენტარს არ გააკეთებს, სანამ „ფაქტებს“ არ იხილავს. რუსეთის საგარეო […]

admin17.02.2018

აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე – ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა. […]

admin16.02.2018

მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, მცირე მეწარმის კატეგორიაში კი, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო მოხვდება

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს, გარდა ამისა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა. „მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის […]

admin15.02.2018

გარდაბნის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილეს. საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა შალვა გურულიშვილმა განმარტა, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 8 985 733 ლარი, ხოლო […]

admin14.02.2018

ირაკლი კობახიძე: „პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება. „კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს […]

admin14.02.2018