ირაკლი კობახიძე: მთავრობის შესახებ კანონში ცვლილების განხილვა მომავალ კვირას დაიწყება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას დაიწყება. ირაკლი კობახიძის თქმით, მიზანი მეტად მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სისტემაა. „როგორც ვიცით, უკვე წარმოდგენილია შესაბამისი ინიციატივა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას. მიზანი ვიცით, რაც არის. ეს მიზანი არის თავად წარდგენილი […]