ვანო მერაბიშვილი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა – „ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია? თუ საქართველოში ვერ დგება დიაგნოზი, არ შეიძლება გაიგზავნოს უცხოეთში?“
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ „ადრე ყოჩაღად იყო და სპორტულად, ახლა დავუკვირდი, თვალი დაპატარავებული აქვს, ფერი დაკარგული, მაგრამ ისე არ არის, ვერ იცნოთ“. „ძალიან შევშფოთდი. ხშირად დავდივარ ვანოსთან, რამდენიმე წელია და წუწუნი ან […]