ნიკა გვარამია: „დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იმას ადასტურებს, რომ ჩანაწერი იქნა დადგმული და საქართველოს პროკურატურა გაეხვია უმძიმეს სკანდალში”
„სისტემური დანაშაულის დაფარვის საქმეში ჩაერთო მთელი სახელმწიფო აპარატი და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული. პირველი – გუშინვე ჩვენ დავაანონსეთ, ჩემი სტატუსით დაანონსდა და ასევე „კურიერშიც” გავიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერი მზადდებოდა გლდანის ციხეში და ამ ჩანაწერის, ნამდვილად დადგმული ჩანაწერის შინაარსი ჩვენ აბსოლუტურის სიზუსტით ვიწინასწარმეტყველეთ, – განაცხადა „რუსთავი 2“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ […]