გარდაბანში სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018“ გაიმართა
ქალაქ გარდაბანში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული „გარდაბნობა 2018“ გაიმართა. გარდაბნის მერიის ცნობით, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გარდაბანში, თბილსრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე, მაყურებლის წინაშე საკონცერტო ნომრებით ქართული ესტრადის ახალგაზრდა შემსრულებლები და ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. მოეწყო საგამოფენო სივრცეები და აგრო-პავილიონები. ამავე დღეს, დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტში […]