გიორგი გახარიამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 40 მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 40 მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა. ღონისძიება სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდის” თანამშრომლობით განხორციელდა. გიორგი გახარიამ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მოზარდების უმეტესობამ შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციელობა […]