რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? მე მგონი, ყველას კარგად ესმის, რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა – ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს
ეკა ბესელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. „ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ. ამ ეტაპზე შეფასებების გარეშე. ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიითა და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში […]